← Back to archive

ამ ყველაფრის შემდეგ, შეხედე, სადამდე მოვედით… ათასობით კითხვა გვაქვს, მაგრამ არც ერთი პასუხი… სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. და როგორ მოხდა, რომ სულით მონათესავეები უბრალოდ ორ უცხო ადამიანად ვიქეცით? მინდა, კიდევ ერთხელ დავლიოთ ერთი ბოთლი ღვინო, გავიხსენოთ… როგორ ვცეკვავდით ოდესღაც ვარსკვლავებთან ერთად… როგორ გვჯეროდა თითოეული ჩვენი ოცნების… მოგონებები მკლავს… და მითხარი, რა არის კარგი ამ „მშვიდობითში“?.. დღეს შენ მტოვებ მე, მე კი — შენ… სხვადასხვა გზით მივდივართ — სულები, კომპასის გარეშე დარჩენილნი… ამ ყველაფრის შემდეგ ორივე შევიცვალეთ. მე უკვე სხვა ქალი ვარ, შენ კი — ახლა უკვე სხვა კაცი… რა მოხდა? და როგორ? როგორ დაგროვდა ეს მანძილი იმ პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბებისგან? იქნებ უბრალო „გამარჯობა, როგორ ხარ?“ ჩვენი გადარჩენა ყოფილიყო… მე ხომ ჯერ კიდევ აქ ვარ!… რა არის კარგი იმაში, როცა მეუბნები: „კიდევ მომატყუე…“ როცა სიმართლე ასე მტკივნეულია?.. მარტოები, სხვადასხვა გზით მიმავალნი, ალბათ, უკვე აღარც ვიცით, საით მივდივართ… ჩვენ ორს, ერთმანეთისგან დაშორებულებს, თითქოს აღარც კი დაგვრჩა მიზანი…

This letter moved you?

Dear you is free and independent. A coffee keeps it running.

☕ Buy me a coffee